ბანგლადეშის ოლქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანგლადეშის ოლქები

ბანგლადეშის ოლქები (ბენგალური জিলা/জেলা=Zela/zila) — მცირე ზომის ადმინისტრაციული ერთეული ბანგლადეშში. დისტრიქტს უწოდებენ, აგრეთვე, ზილას. ბანგლადეში იყოფა სულ 64 დისტრიქტად და 492 უპაზილად.

ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგლადეშის ოლქის მმართველს წარმოადგენს კომისრის თანაშემწე. კომისრის თანაშემწეებს ნიშნავს ბანგლადეშის მთავრობა.

არებობს, აგრეთვე, ოლქის კონსილიუმები (იგივე, საბჭო). ის წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ოლქის დონეზე. კონსილიუმის ფუნქციებში შედის გზების, ხიდების, საკანალიზაციო არხების, სხვადასხვა სახის და დანიშნულების შენობა-ნაგებობათა მშენებლობა, სხვა ოლქების კონსილიუმებთან კოორდინირებული მოქმედება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]