ბალთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად თლილი, მოყვითალო ქვით.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრალური ნაწილი ჩამონგრეულია. ჩრდილოეთით ჩანს აბსიდის მხარი. სამხრეთის კედელი მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კუთხე და ჩრდილოეთის კედელი ფრაგმენტულად. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 30-40 სმ-ს აღწევს.

ძეგლის ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004