ბალთის ეკლესია კომნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალთის ეკლესია კომნაძე — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალთაში. აგებულია განვითარებულ საუკუნეებში. დარბაზული ეკლესია ნაგებია მოყვითალო ქვიშაქვის კვადრებით, ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით.

ნაგებობა გეგმით არაწესიერ სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით.

ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელი სწორკუთხაა.

ნაგებობის კარნიზი მარტივპროფილიანია.

ეკლესიის საბურავი აცვენილია. აღმოსავლეთ ფასადს საპირე ქვა შემოცლილი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004