ბაკურ ჩიხრაძის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკურ ჩიხრაძის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განაპირას ჩიხრაძეების უბანში. სახლის სიახლოვეს სოფლის ვიწრო ქუჩებისგან მცირე მოედანი იკვრება. იგი 1 მეტრის სიმაღლის ქვის ბელეტაჟზეა აგებული. ნაგებობა მცირედით დამრეც რელიეფზეა მორგებული და უკანა ჩრდილოეთის ფასადით სანახევროდ მიწაშია ჩადგმული. მისი გრძივი და მთავარი ფასადი სამხრეთისკენ იყურება, იერსახეს მას მიმყოლი ვრცელი აივანი განსაზღვრავს, აივნის სურათი მოგვიანებით სახეშეცვლილი მოაჯირით ხის სადა სვეტებითა და მათ შორის მოქცეული მასიური აჟურული ფარდებით არის წარმოდგენილი. ფარდების კომპოზიცია სიმეტრიულია, თითქმის შეისრული თაღის იერს მოგვაგონებს, თაღს მცირე ზომის მცენრეული მოტივის ამონახერხების თანმიმდევრული რიგი მიუყვება, კიდეებში მზის სიმბოლოებია მოქცეული, ცენტრში კი ორი ერთმანეთის თავზე მდებარე ჯვრის მცირე გამოსახულებებია, რომლების გვერდებზეც ასევე მზის სტილიზებური გამოსახულებაა. საინტერესოა ჭვირული აივნის სურათი. ინტერიერი აივანს რეგულარულად განაწილებული ღიობებით, ხოლო თავის მხრივ, აივანი, ეზოს მოაჯირში ჩართული მცირე ხის კარითა და რამდენიმესაფეხურიანი კიბით უკავშირდება. ოდა სახლი სისადავით გამოირჩევა. ნაგებობა ლანდშაფტს მოხდენილად ერგება. მისი გეგმარებითი მხარე კარგად არის გააზრებული, აღწერილი ნაგებობა სოფელში შემორჩენილ ოდა-სახლებს შორის ერთ-ერთია, რაც საშუალებას გვაძლევს, გომის ხის ხუროთმოძღვრების გარკვეული ტენდენციები აღვიქვათ, ეს კი მის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38212