შინაარსზე გადასვლა

ბაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბაკი
თურქ. Baki
დაბადების თარიღი 1526[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] ან 1526[9]
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1600(1600-04-07)[2] [4] [7]
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
დასაფლავებულია Edirnekapı Mezarlığı
საქმიანობა პოეტი და მწერალი[10] [11]
ენა ოსმალური ენა[11]
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია[11]

მაჰმუდ აბდულბაკი ბაკი (დ. 1526, სტამბოლი7 აპრილი, 1600, იქვე) — თურქი პოეტი.

მიიღო იურიდიული განათლება, იყო მექის, შემდეგ სტამბოლის ყადი, მიაღწია ანატოლიისა და რუმელიის ყადიასკერობას — უმაღლეს სასულიერო თანამდებობას. საკარო პოეზიის წარმომადგენელია. კასიდებსა და ღაზალებში, რომლებიც თავმოყრილია დივანში, აღწერდა მისი თანამედროვე სტამბოლის მაღალი წრეების ცხოვრებას, ბუნების სურათებს. ცნობილია მისი მერსიე (ელეგია) სულთან სულეიმან I-ის (1520-1566) სიკვდილის გამო, „გაზაფხულის კასიდა“ და სხვა. მან ტექნიკურად დახვეწა თურქული ლექსი და მეტრიკა, ხოლო მუსიკალური ჟღერადობით სპარსელ კლასიკოსებსაც გაუტოლდა. დიდი გავლენა მოახდინა თურქულ ლიტერატურაზე. პოეტები ბაძავდნენ ბაკის ლექსის ფორმას, იმეორებდნენ პოეტურ სახეებს. ბაკის მიმდევართა სკოლაც კი შეიქმნა „ბაკის სკოლის“ სახელწოდებით.

  1. Swartz A. Open Library — 2007.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica Inc., 1968.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.
  6. NUKAT — 2002.
  7. 7.0 7.1 AlKindi
  8. Sapere EncyclopediaDe Agostini Editore, 2001.
  9. https://www.bartleby.com/library/bios/index2.html
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  11. 11.0 11.1 11.2 https://islamansiklopedisi.org.tr/baki--sair
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაკი&oldid=4884009“-დან