ბაიან-ხარა-ულა
იერსახე
ბაიან-ხარა-ულა | |
---|---|
კოორდინატები: 34°42′ ჩ. გ. 98°13′ ა. გ. / 34.700° ჩ. გ. 98.217° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
სიმაღლე | 5442 მ |
სიგრძე | 750 კმ |
ლანდშაფტი | მაღალმთიანი უდაბნო, მარადიული თოვლი |
ბაიან-ხარა-ულა[1] (მონღ. Баянхар уул, ჩინ. გამარტ. 巴颜喀拉山脉, ფინინი: Bāyánkālā Shānmài) — ქედი ჩინეთში, კუნლუნის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 750 კმ. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით. წარმოადგენს მდინერეების ხუანხესა (ჩრდილოეთით) და იანძის (სამხრეთით) ზემო წელების წყალგამყოფს. სიმაღლე 5442 მეტრამდეა. ჩრდილოეთი კალთები დამრეცია, სამხრეთი მკვეთრადაა მოწყვეტილი იანძისაკენ და ჩაჭრილია მრავალი მდინარით. მწვერვალები უპირატესად ბრტყელი გუმბათისებრია. ჭარბობს ცივი მაღალმთიანი უდაბნოების ლანდშაფტები, თხემის ზონაში მარადიული თოვლია.[2][3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ელერდაშვილი ა., ბაიან-ხარა-ულა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ Баян-Хара-Ула // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 3 — М., 1970.
- ↑ БАЯН-ХАРА-УЛА // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 151.