ბაიაზიდ ანსარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაიაზიდ ანსარი
დაბ. თარიღი 1515 ან 1525
დაბ. ადგილი ჯალანდჰარი
გარდ. თარიღი 1585
გარდ. ადგილი ტარბელა
საქმიანობა პოეტი, Sufi და ვაჭრები
ენა პუშტუ, სპარსული ენა და არაბული ენა
ეროვნება პუშტუნები
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია

ბაიაზიდ ანსარი (ზედმეტი სახელი: ფირ როშანი — როშანთა უხუცესი; ქალაქ ჯალანდარში) (დ. 1525 — გ. 1585) — ავღანელი პოეტი. მუსლიმური რელიგიური სექტის - როშანის დამაარსებელი. ხელმძღვანელობდა ანტიფეოდალურ მოძრაობასა და დიდი მონღოლების წინააღმდეგ ავღანეთში ტომების განმათავისუფლებელ ბრძოლას. ბაიაზიდ ანსარის და მისი მიმდევრების დამსახურებაა ავღანეთის ლიტერატურაში დემოკრატიული ტენდენციების განვითარება. მისი წიგნი „ბედნიერების მაცნე“ დაწერილია რელიგიური ქადაგებების სახით — გარითმული პროზით პუშტუ ენაზე. ბაიაზიდ ანსარის ძირითადი, ისლამის დოგმების საწინააღმდეგო დებულებაა: ღმერთი ყველგან სუფევს; ღვთის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და მათ ბედნიერების მოსაპოვებლად ამ ქვეყნადვე უნდა იბრძოლონ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]