ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია — ტაძარი ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენდებოდა 1898-1903 წელში. თავდაპირველად აშენდა გოთური აღორძინების დიზაინით, როგორც კათოლიკური ეკლესია. XIX საუკუნის მეცენატმა და მეწარმემ სტეფანე ზუბალაშვილმა მხატვრები და არქიტექტორები იტალიიდან მიიწვია და ეკლესია დედის ხსოვნას მიუძღვნა. მისი აგება ძმები ზუბალაშვილების დედის — ელისაბედის ოცნება ყოფილა. გარდაცვალების წინ დედას სტეფანესთვის სიტყვიერად უთხოვია ბათუმში „წმინდა ტაძრის აგება“ მისი სულის მოსახსენიებლად. მშენებლობის ღირებულებამ 250 ათას რუბლს მიაღწია.

საბჭოთა პერიოდში ეკლესია დაიხურა და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. მათ შორის იყო მაღალი ძაბვის ლაბორატორია და არქივი. 1970 წელს ეკლესიის შენობა შეაკეთეს და 1980 წელს გადასცეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 1989 წლის 16 მაისს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესია აკურთხა, და დაახლოებით 5000 ადამიანი მონათლა.

2011 წლის 21 თებერვალს მიენიჭა კულტურის ძეგლის სტატუსი.[1]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია მაღალ ფუნდამენტზე აღმართული, დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებული ხუთწახნაგა შვერილი აფსიდის მქონე სამნავიანი ბაზილიკაა. აღმოსავლეთით საკურთხევლის ორსავე მხარეს, მთავარი ნავისა და ტრანსეპტის კვეთაზე, ერთსართულიანი კვადრატული ოთახები - საკრისტიებია განთავსებული. დასავლეთი ფასადი ორი მაღალი სამრეკლო-კოშკით არის ფლანკირებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 7495

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]