ბაზი (გვარი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაზი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბაზი
Bumblebee October 2007-3a.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: სიფრიფანაფრთიანები
ოჯახი: ფუტკრისებრნი
გვარი: ბაზი
ლათინური სახელი
Bombus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ბაზი (ლათ. Bombus), ბუდის მშენებელი საზოგადო მწერების გვარი ფუტკრისებრთა ოჯახისა. საკმაოდ მსხვილი, 3,5 სმ-მდე სიგრძის სხეული ხშირი ბუსუსით აქვს დაფარული. ამჟამად ცნობილია ბაზის 300-მდე სახეობა, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ზომიერსა და ცივ სარტყელში. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ბაზი შეყვანილია ევროპიდან წითელი სამყურას დამტვერვის მიზნით. ბუდეს აშენებს დედალი ბაზი, კვერცხების დაყრიდან 20-25 დღის შემდეგ იჩეკებიან პირველი „მუშები“, ზაფხულის მიწურულში კი — დედლები და მამლები. განაყოფიერება შემოდგომაზე ხდება, რის შემდეგ მამლები იღუპებიან, დედლები კი მყუდრო ადგილებში იზამთრებენ. ბაზი სასარგებლო მწერია, ითვლება მრავალი მცენარის (მაგ., წითელი სამყურას) საუკეთესო დამმტვერავად (ამის გამო ბოლო დროს ცდილობენ მის მოშინაურებას). ზოგი ბაზი ფაკულტატური პარაზიტია საკუთარ და მონათესავე სახეობის ბუდეში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 144, თბ., 1977