ბავარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბავარებიგერმანული ტომი. ვარაუდით წარმოშობილია მარკომანებისა და სხვა დასავლეთ გერმანული ტომების შედეგად. VI საუკუნის შუა ხანებიდან ბავარებმა დაიკავეს რომის ყოფილი პროვინციების — ნორიკუმისა და რეციის ტერიტორიები; დასახლდნენ თანამედროვე ზემო ავსტრიის, ნაწილობრივ ტიროლის ტერიტორიებზე. VII-VIII საუკუნების ბოლოს ბავარების საზოგადოების წყობილების შესწავლის წყაროა „ბავართა სამართალი“. ბავარების ტომი გერმანული და ავსტრიული ხალხის ეთნობრივი კომპონენტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]