ბადრი ბადრიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბადრი ბადრიძე
დაბ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1957(1957-10-22) (66 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბადრი ბადრიძე (დ. 22 ოქტომბერი, 1957, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1981–1982 წლებში მუშაობდა გორის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, 1982–1986 წლებში. ახალციხის რაიონის ქალაქ ვალეს მედიცინის სანიტარული ნაწილის ქირურგიულ განყოფილებაში, 1986–1988 წლებში იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ფილტვის ქირურგიის განყოფილების კლინიკური ორდინატორი, 1988 წლიდან ამავე განყოფილების ექიმი–ორდინატორი. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფილტვებიდან სისხლდენისა და არასპეციფიკური ჩირქოვანი პროცესების მკურნალობას. არის ფილტვის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფილტვებიდან სისხლდენის სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შედარებითი შეფასება“ დაიცვა 1995 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1994 — მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ 1992–1993წწ. აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 27
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 1, თბ., 2000, გვ. 204

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]