ბაგრატ მიკირტუმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაგრატ მიკირტუმოვი (დ. 1869, სოფ. შინიხი) — სოციალ-დემოკრატი ინტერნაციონალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი. დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. 1903-1916 წლებში მუშაობდა ქართულ გამომცემლობათა ამხანაგობის სტამბაში, სადაც ისწავლა ქართული წერა-კითხვა, აქედანვე ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ. მისივე აღნიშვნით, სტამბაში მუშაობამ მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. 1907-1917 წლებში მუშაობდა პარტიის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის სამეურნეო სექციაში და სხვადასხვა პარტიულ კომისიებში. 1912 მონაწილეობდა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში თბილისის გუბერნიის მუშების ამომრჩევლად. არჩევნებში მუშათა ხმა მისცა კარლო ჩხეიძეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა ეროვნული საბჭოს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირმაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 276.