აჰმედ სეკუ ტურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აჰმედ სეკუ ტურე
აჰმედ სეკუ ტურე
გვინეის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ოქტომბერი, 1958 – 26 მარტი, 1984
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრელუის ბეავოგი

გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ოქტომბერი, 1958 – 29 იანვარი 1961
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრელუის ბეავოგი

დაბადებული9 იანვარი, 1922
ფარანა, საფრანგეთის გვინეა
გარდაცვლილი26 მარტი, 1984
კლივლენდი, აშშ
პოლიტიკური პარტიაგდპ
მეუღლეანდრე ტურე
რელიგიაისლამი

აჰმედ სეკუ ტურე (ფრანგ. Louis Lansana Beavogui, დ. 9 იანვარი, 1922, ფარანა, საფრანგეთის გვინეა — გ. 26 მარტი 1984, კლივლენდი, აშშ) — გვინეის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. გვინეის პირველი პრეზიდენტი 1958–1984 წლებში. გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრი (1958–1961 წწ.)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ფარანაში, მიეკუთვნება მალინკეს ეთნიკურ ჯგუფს. 1936–1937 წლებში სწავლობდა კნაკრიში ფრანგულ ტექნიკურ ლიცეუმში. ახალგაზრდობიდან აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში. არის აფრიკის დემოკრატიული გაერთიანების ერთ-ერთი დამაარსებელი. 1952 წლიდან გვინეის დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი. 1956–1958 წწ. საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატი. 1958–1984 წლებში დამოუკიდებელი გვინეის პირველი პრეზიდენტი, 1958–1972 წწ. ერთდროულად მტავრობის მეთაური.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
გვინეის პრეზიდენტი

1958–1984
შემდეგი:
ლუის ბეავოგი