აჰმედ-ჯაბირ აჰმედოვ ისმაილ ოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჰმედ-ჯაბირ აჰმედოვ ისმაილ ოღლუ (ინგლ. Əhməd-Cabir Əhmədov İsmayıl oğlu; დ. 6 თებერვალი, 1942, შაქი) — აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის „შემადგენლობათა კვლევებისა და საკვების გამოკველევათა“ პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორი (1973), საკვების შემადგენლობათა კვლევის დეპარტამენტის პროფესორი (2001), აზერბაიჯანის დამსახურებული მასწავლებელი (2002), აზერბაიჯანის მწერალთა კავშირისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, „ოქროს კალამი“ მედია-ს გამარჯვებული (2010). ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 60 წიგნისა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედ-ჯაბირ აჰმედოვ ისმაილ ოღლუ დაიბადა 1942 წლის 6 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ შაქიში. 1958 წელს დაამთავრა № 2 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ბაქოს სავაჭრო და კულინარიულ სკოლაში, სადაც მან კონდიტერის შვიდნიშნიანი კვალიფიკაცია მოიპოვა. 1961 წლის ნოემბრიდან 1964 წლის აგვისტომდე იგი საბჭოთა არმიაში მსახურობდა.

უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე, 1960 წლის მარტიდან 1961 წლის ნოემბრამდე აჰმედოვი შაქის რეგიონულ მაღაზიაში კონდიტერად მუშაობდა, ხოლო ჯარში ყოფნისას სამხედრო სანატორიუმში მზარეული იყო. 1968 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა. 1968 წლის დეკემბრიდან 1971 წლის დეკემბრამდე სწავლა განაგრძო პროფესიული გამოცდილების საფუძველზე. 1973 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა თეზისის „აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ზაფრანის თვისებათა შემადგენობების კვლევის შესწავლის“ მიხედვით და ტექნიკურ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

1978 წლიდან მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად საკვები ნივთიერებების შემადგენლობათა კვლევების დეპარტამენტში. 1977-1983 წლებში იყო დეპარტამენტის დეკანი. ოთხჯერ იყო არჩეული საკვებ ნივთიერებათა შემადგენლობების კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად (1983-1984, 1989-2001, 2006-2011 წლებში). 2001 წლის ივნისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მას საკვებ ნივთიერებათა შემადგენლობების კვლევის დეპარტამენტის პროფესორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

პროფესორმა 2006 წლის 21 დეკემბერს მექაში წმინდა ადგილები მოილოცა. ჰყავს ორი ვაჟი და 5 შვილიშვილი.

ღვაწლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედ-ჯაბირ აჰმედოვ ისმაილ ოღლუ 355-ზე მეტი კვლევის ავტორია, მათ შორისაა 44 წიგნი და 12 სახელმძღვანელო. მასვე ეკუთვნის 50-ზე მეტი მეთოდური ნაშრომი საკვების შემადგენლობათა გამოსაკვლევად, რომელიც საკვების შემადგენლობათა კვლევის დეპარტამენტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. როგორც საკვები ნივთიერებების წარმოების ტექნოლოგიების თეორეტიკოსსა და პრაქტიკოსს, საკონდიტრო და საცხობი პროდუქტების ტექნოლოგიების შესახებ არაერთი წიგნი აქვს დაწერილი. დაწერილი აქვს წიგნები კონსერვირებული საკვები პროდუქტების, აზერბაიჯანული სამზარეულოს, ალკოჰოლური და არა-ალკოჰოლური სასმელების, ცხარე პროდუქტების, საკვები ცხიმებისა და რძის პროდუქტების შესახებ. მანვე გამოაქვეყნა 72 სტატია აზერბაიჯანის საბჭოთაენციკლოპედიის 10 თავში საკვები პროდუქტების სხვადასხვა ჯგუფის შესახებ.

2002 წლის ივნისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აჰმედოვი საპატიო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოვა. 2001 წლიდან არის აზერბაიჯანის ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 2003 წლიდან კომპანიაში „Azersun Holding“ მრჩევლად მუშაობს.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმძღვანელოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Tamlı malların əmtəəşünaslığı" (1993)
  2. "Ərzaq malları əmtəəşünaslığı" (1996)
  3. "Yeyinti yağları, süd və süd məhsullarının ekspertizası" (2002)
  4. "Bitki mənşəli məhsulların ekspertizası" (2005)
  5. "Heyvanat mənşəli məhsulların ekspertizası" (2005)
  6. "Ərzaq malları əmtəəşünaslığı" (2-ci nəşri - 2006)
  7. "Meyvə - tərəvəzin əmtəəşünaslığı" (2009)
  8. "Qənnadı malların əmtəəşünaslığı" (2010)
  9. "Tamlı malların əmtəəşünaslığı" (2-ci nəşri - 2010)
  10. "Ərzaq malları əmtəəşünaslığı" (3-cü nəşri - 2012)
  11. "Ərzaq məhsullarının konservləşdirilməsi" (2017)

მონოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Ədviyyələr, qatmalar" (1998)
  2. "Azərbaycan üzümündən qidalı məhsullar" (2009)
  3. "Ədviyyələr və tamlı qatmalar" (2009)
  4. "Azərbaycan çayı" (2010)
  5. "Azərbaycan çörəyi" (2010)
  6. "Qurani-Kərimdə qida məhsulları və islamda qidalanma" (2013, 2015)
  7. "Yeyilən bitkilərin müalicəvi xassələri" (2014)
  8. "Milli Azərbaycan şərbətləri və sərinləşdirici içkilər" (2014)
  9. "Zeytun və Zeytun yağı" (2015)
  10. "Susuz Həyat Yoxdur" (2018)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]