ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიმხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახალქალაქში.

მუზეუმი დაარსდა 1956 წელს. 1973 წელს გაიხსნა პირველი ექსპოზიცია. მუზეუმში ორი განყოფილებაა. 2020 წლისთვის ფონდში იყო 4 ათასზე მეტი ექსპონატი, რომელთა უმრავლესობა ასახავს ჯავახეთის ისტორიის წარსულსა და თანამედროვეობას. აქ დაცულია მხარისთვის დამახასიათებელი ყოფის (ხალხური ავეჯისა და სამოსელის ნიმუშები, ფარდაგები) და ეთნოგრაფიის მასალები (XIX–XX საუკუნეების დასაწყისი), აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. მუზეუმი ატარებს შემგროვებლობით მუშაობას, ლექცია-მოხსენებებს, თანამშრომლები მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული განყოფილების მიერ გამართულ სამეცნიერო სესიებში, ეწყობა გამოჩენილ მოღვაწეთა საიუბილეო გამოფენები. მუზეუმს უკავია 321 კვ.მ ფართობი, საექსპოზიციო სივრცეს — 245 კვ. მ., საცავს – 32 კვ. მ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]