ახალდაბის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალდაბის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით იყო ნაგები. შემორჩენილია გრძივი კედლები, რომელთა სიმაღლე 80 სმ-ს აღწევს. ნაგებობის გეგმა არ იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 18