აჭარის რევოლუციური კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჭარის რევოლუციური კომიტეტი, აჭარის რევკომიაჭარაში, 1921-1922 წლებში საბჭოთა ხელისუფლების საგანგებო დროებითი ორგანო, საკანონმდებლო და განმკარგულებელი ფუნქციებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის დასასრულს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოზე კონტროლი დაამყარეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ჯერ ქუთაისს, შემდეგ კი ბათუმს შეაფარა თავი, სადაც მათ მოლაპარაკება გამართეს ოსმალეთის მხარესთან. 11 მარტს ბათუმი ოსმალეთის ჯარის ნაწილები შევიდნენ. მათვე დაიკავეს აგრეთვე ახალქალაქისა და ახალციხის ნაწილი. 1921 წლის 16 მარტს რსფსრ-სა და ოსმალეთს შორის გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება, ხოლო აჭარა აღიარებულ იქნა საქართველოს განუყოფელ ნაწილად.

17 მარტს ბათუმი ზღვით დატოვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ. იმავე საღამოს შეიქმნა აჭარის რევოლუციური კომიტეტი[1]. მის შემადგენლობაში შედიოდა:

  • თავჯდომარე — ს. ქავთარაძე;
  • წევრები — მ. ტოროშელიძე, ი. პევცოვი, დ. მახარაძე, თ. ჟღენტი, კ. საჯაია, ს. გუბელი (მეძმარიაშვილი), კ. თავბერიძე, მ. აბაშიძე და რ. ნიჟარაძე.

18 მარტს რევკომმა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. იმავე დღეს ბათუმში წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ.

16 ივლისის საქართველოს რევკომის დეკრეტით აჭარა გამოცხადდა ავტონომიურ საბბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად, საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. შეიქმნა აჭარის სახალხო კომისართა საბჭო, გაუქმდა შავი მეჯლისი და მის ნაცვლად დაარსდა წითელი მეჯლისი, რომელიც 1922 წლის იანვარს აჭარის საბჭოების I ყრილობაზე გარდაიქმნა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტად. აჭარის სახკომსაბჭო და ცაკი საოლქო პარტიულ ორგანიზაციასთან ერთად რესპუბლიკის ხელმძღვანელი ორგანოები გახდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]