აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო
უწყების შესახებ

აშშ-ს ტრანსპორტის სამინისტრო (ინგლ. United States Department of Transportation, DOT) — აშშ-ს ცენტრალური სამთავრობო სააგენტო ტრანსპორტის სფეროში. 2003 წლამდე სამინისტროს ფუნქციებში ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც შედიოდა. დაარსდა კონგრესის აქტით 1966 წლის 15 ოქტომბერს, ფუნქციონირება დაიწყო 1967 წლის 1 აპრილს. ტრანსპორტის მინისტრის ხელმძღვანელობით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსპორტის დეპარტამენტამდე მის ფუნქციებს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ასრულებდა. 1965 წელს, ნაჯიბ ჰალაბიმ, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მომავალმა ადმინისტრატორმა, აშშ-ს პრეზიდენტს ლინდონ ჯონსონს შესთავაზა, რომ ტრანსპორტი მინისტრთა კაბინეტის დონეზე აეყვანა და FAA შეყვანილიყო DOT-ში.[1]. ტრანსპორტის დეპარტამენტის შექმნის იდეა პირველად შემოგვთავაზა ყოფილმა პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა 1921-1922 წლებში.

სწორედ აშშ-ს მთავრობის ამ დეპარტამენტმა მიიღო 2002 წელს შიდა უსაფრთხოების აქტი (PL 107-296), როგორც პასუხი 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებზე.

შედეგად, 2003 წელს, სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია გადაეცა აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის კონტროლს. იქვე გადაიყვანეს აშშ-ს სანაპირო დაცვაც.

სათაო ოფისი: ვაშინგტონი, 1200 New Jersey Avenue SE. 58 622 თანამშრომელი. წლიური ბიუჯეტი: $58 მილიარდი.

ხელმძღვანელობა: ტრანსპორტის მინისტრი 2021 წლიდან — პიტ ბუტიჯიგი (დაიბადა 1982 წელს), მოადგილე — პოლი ტროტენბერგი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bureau of Transportation Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-09. ციტირების თარიღი: 2020-11-02.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]