აშრაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აშრაფი (არაბ.სპარს. აშრაფ — კეთილშობილი, ბრწყინვალე) — ოქროს მონეტის სახელწოდება სპარსეთში ისმაილ I-ის მეფობიდან (1502-1524 წწ.) 1932 წლის ფულის რეფორმამდე; თავდაპირველად იწონიდა 3,5 გრ.; აშრაფის შუბლზე ეწერა შიიტური რელიგიური სიმბოლო და 12 იმამის სახელი, ზურგზე — შაჰის სადიდებელი ლექსი, მოჭრის ადგილი და თარიღი. იშვიათად იჭრებოდა და უპირატესად მემორიალურ ხასიათს ატარებდა. ცნობილია თბილისის ზარაფხანაში 1747 წელს მოჭრილი 2,69 გრამიანი აშრაფი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]