აშა (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
აშა
Аша
Asha.jpg
ქალაქის ცენტრი
დროშა გერბი
Flag of Asha (Chelyabinsk oblast) (2007).png Coat of Arms of Asha (Chelyabinsk oblast).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ჩელიაბინსკის ოლქი
მუნიციპალიტეტი აშა
კოორდინატები 55°00′00″ ჩ. გ. 57°15′00″ ა. გ. / 55.00000° ჩ. გ. 57.25000° ა. გ. / 55.00000; 57.25000
დაარსდა 1898
ამჟამინდელი სტატუსი 1933
ფართობი 52,4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 140
კლიმატის ტიპი ზომიერი კონტინენტური
მოსახლეობა 30 146 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 575,31 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 35159
საფოსტო ინდექსი 456010
ოფიციალური საიტი asha-gp.ru
აშა (ქალაქი) — რუსეთი
აშა (ქალაქი)

აშა (რუს. Аша) — ქალაქი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. აშის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობაა 30 146 კაცი.

ქალაქი მდებარეობს ოლქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ბაშკირეთის საზღვართან, ყარათაუს ქედის მთისწინეთზე, მდინარე სიმზე. ჩელიაბინსკიდან დასავლეთით 377 კმ-ში.

აშის რაიონის ტერიტორია ადრე შედიოდა ციმბირის სახანოს შემადგენლობაში. ქალაქი დაარსდა 1898 წელს რკინის ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. 1933 წლის 20 ივნისიდან ქალაქია, ხოლო 1963 წლის 1 თებერვლიდან საოლქო დაქვემდებარების ქალაქი. ქალაქის დრეს ზეიმობენ ივლისის მესამე შაბათს.

2012 წელს აშასთან ახლოს მღვიმეში, ურალის მხარეში პირველად აღმოაჩინეს მაჩვზღარბას კბილი, რომლის ასაკადაც განისაზღვრა 120 ათასი წელი. ადრე ითვლებოდა, რომ მაჩვზღარბას არასოდეს უცხოვრია ურალში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. На Урале найден зуб древнего дикобраза, которому более 120 тысяч лет. Вечерняя Москва (12 января 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-02. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02.