აღმოსავლეთ ციმბირული ლაიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ ციმბირული ლაიკა
წარმოშობის ქვეყანა რუსეთი
თვისებები
წონა მამრი 21-23 კგ.
მდედრი 20-21 კგ.
სიმაღლე მამრი 60-64 სმ.
მდედრი 56-60 სმ.
ბეწვი თეთრი,თეთრი-შავით,ნაცრისფერი,მურა-ჟღალი,შავი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

აღმოსავლეთ ციმბირული ლაიკა (რუს. Восточносибирская лайка) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში XIX საუკუნეში.

XIX საუკუნეში რუსებმა მიზანმიმართული სეკრეციის გზით ციმბირის ადგილობრივი შპიცისმაგვარი ძაღლები თოფით ნადირობას მიუსადაგეს. შედეგად მიიღეს აღმოსავლეთ-ციმბირული ლაიკა, რომელიც პოულობს და აკავებს ნადირს, ასევე ყეფს, სანამ მონადირე მასთან არ მივა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძაღლი მგელს ჰგავს, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევა და ქალაქის მაცხოვრებლისთვისაც კი კარგი კომპანიონია. მისი გაწვრთნა ადვილია.

აღმოსავლეთ ციმბირული ლაიკის ბალლნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, თეთრი-შავით, ნაცრისფერი, მურა-ჟღალი, შავი. მოკლე, სითბოიზოლირებადი ბეწვი პატარა ყურებს ფარავს, სელი თათები ბალნითაა დაფარული, მშვიდად ყოფნის დროს ძაღლი გასათბობად სხეულზე კუდს იფარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]