შინაარსზე გადასვლა

აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (დანილოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (დანილოვი) — რუსეთი
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (დანილოვი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°42′35″ ჩ. გ. 37°37′48″ ა. გ. / 55.70972° ჩ. გ. 37.63000° ა. გ. / 55.70972; 37.63000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710187000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Словущего) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციულ ოლქში დანილოვის რაიონში. ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელზე, ეგვტერები კი ელისე წინასწარმეტყველის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, პეტრე და პავლე მოციქულებისა და იოანე ოქროპირის სახელზე[1].

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მდებარეობს დიდი სტაროდანილოვკის ქუცაზე № 3-ში.

დანილოვის აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი მდებარეობს დანილოვის მონასტრის თავდაპირველი მდებარეობის ადგილზე. თანამედროვე შენობა აგებულია ამპირის სტილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1832-1837 წლებში არქიტექტორ ფიოდორ შესტაკოვის პროექტის მიხედვით. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიამ კიდევ რამდენიმე წელი იმოქმედა და 1933 წელს, უღმერთობის პერიოდში, დახურეს, ხოლო მის შენობაში განათავსეს წარმოების საამქრო. აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება აღსდგა მხოლოდ 1989 წელს[2].

1989 წლის მაისში, ნაწილობრივი რესტავრაციის დასრულების შემდეგ აკურთხეს ეკლესიის მხოლოდ ერთი ნაწილი - ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეგვტერი. ამ მომენტიდან ტაძარში რეგულარულად მიმდინარეობს ღვთისმსახურება. 1998 წლისათვის ტაძარი მთლიანად აღადგინეს.

მთლიანი ტაძრის კურთხევა შედგა1998 წლის 14 აგვისტოს. ტაძრის კურთხევის ცერემონიალს ხელმძღვანელობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II. კურთხევის ცერემონიალი წარიმართა უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაულზე[3].

ეკლესია აგებულია გვიანი ამპირის სტილში, გააჩნია სიმეტრიულ-ღერძული კომპოზიცია. აღმოსავლეთიდან სწორკუთხა დაგეგმარების აფსიდი ესაზღვრება, ხოლო დასავლეთიდან - დიდი სატრაპეზო (საკურთხევლები: პეტრესა და პავლეს, ილია წინასწარმეტყველის, იოანე ოქროპირის და ნიკლოზ საკვირველთმოქმედის) და მაღალი სამსართულიანი სამრეკლო. გვერდითი ფასადები იონიური პორტიკებითაა გაფორმებული.

ტაძარში დაცულია რამდენიმე სიწმინდე, მათ შორის აღსანიშნავია ღვთისმშობლის ხატი „მოულოდნელი სიხარული“ და დიდმოწამე პანტელეიმონის ხატი.