აქტინოლითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აქტინოლითი
Actinolite Portugal.jpg
აქტინოლითის კრისტალი პორტუგალიიდან
საერთო
კატეგორიაამფიბოლები
ქიმიური ფორმულაCa2(Mg4.5-2.5Fe2+0.5-2.5)
Si8O22(OH)22
იდენტიფიკაცია
კრისტალოგრაფიამონოკლინური
Twinningმარტივი და ფირფიტოვანი
სიმაგრე მოოსის სკალით5,5–6
მინერალის ელვარებამინისებრი
დისპერსიაnα = 1.613–1.628
nβ = 1.627–1.644
nγ = 1.638–1.655

აქტინოლითი, სხივოსანი ქვა (აქტინო... და ბერძ. λίθος – ქვა) — ამფიბოლების ჯგუფის მინერალი, ქიმიური შედგენილობით Ca2(Mg4.5-2.5Fe2+0.5-2.5)Si8O22(OH)2. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები ნემსისებრი, ჩხირისებრია; აგრეგატები — რადიალურ-სხივოსნური, ხლართულ-ბოჭკოვანი, ზოგჯერ თირკმლისებრი. აქტინოლითებისათვის დამახასიათებელი ფერია მწვანე, ელვარება — მინისებრი, სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 5,5–6, სიმკვრივე — 3170–3300 კგ/მ³. აქტინოლითის სახესხვაობებია:

  • ნეფრიტი — ფარულკრისტალური აგებულების თირკმლისებრი, ბლანტი აგრეგატები, ხმარობენ სანახელავო ქვად;
  • ამიანტაზბესტი — სელისებრ-ბოჭკოვანი აგებულების ცეცხლ- და მჟავაგამძლე აგრეგატები.

აქტინოლითი დამახასიათებელია კრისტალური ფიქლების, კონტაქტმეტასომატური ქანებისა და ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. გვახარია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 42-43, თბ., 1977 წელი.
  • Hurlbut, Cornelius S.; Klein, Cornelis, 1985, Manual of Mineralogy, 20th ed., John Wiley and Sons, New York ISBN 0-471-80580-7
  • Шуман В. Мир камня. Том 2: Драгоценные и поделочные камни. — Москва: Мир, 1986. — 196 გვ .