აქსუ
იერსახე
| აქსუ | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°10′16″ ჩ. გ. 42°35′39″ ა. გ. / 43.1713694° ჩ. გ. 42.5943500° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
| სიმაღლე | 3800 მ |
| ქედი | კავკასიონი |
აქსუ — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, ბეჩოს უღელტეხილის აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 3800 მ-ზე. დაფარულია თოვლითა და ყინულით. აქსუს უღელტეხილი დოლრას ხეობას აკავშირებს ბაქსანის ხეობასთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 40.