აქსისი (სამშენებლო კომპანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქსისი
დაფუძნდა 1998
დამაარსებელი ალექსანდრე მეჟევაძე გიორგი წირღვავა
საიტი Axis.ge

აქსისი — დეველოპერული კომპანია საქართველოში. დაარსდა 1998 წელს.[1] 2015 წლის მონაცემებით აქსისის მიმდინარე მშენებლობები იყო: ვაკეში – 4 ობიექტი, საბურთალოზე – 4 ობიექტი, დიდუბეში — 4, ჩუღურეთში — 1.[2]

კომპანიის მიერ ასაშენებელი საცხოვრებელი სახლებიდან ნაწილი 2008 წელს უნდა ჩაბარებულიყო,[3] თუმცა 2021 წლის მონაცემებით მათი დასრულება ვერ მოხერხდა. დაზარალებულთა მიერ ბინების დასრულების მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.[4]

აქსის თაუერსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქსის თაუერსის პროექტი განხორციელდა კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ პარტნიორობის შედეგად. გაიხსნა 2022 წლის 16 ივნისს.[5] გახსნას ესწრებოდა როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე სხვა მთავრობის წარმომადგენლებიც.

შენობის არქიტექტურული კონცეფცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

  • ორი იდენტური ცათამბჯენი, ტყუპი კოშკები.
  • კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.
  • ერთი კოშკი მოპირკეთებულია მუქი მინით, ხოლო მეორე – ბუნებრივი თეთრი ქვით. ფერების გარდა გამოყენებულია მსუბუქი და მძიმე მასალების „დიალოგი“. ამასთან, შუშის კოშკი აირეკლება ქვის კოშკში.

აქსის თაუერსი ჯამში 41 სართულისგან შედგება: აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ მდებარეობს. შენობის სიმაღლე 147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო, რაც კოშკების ბრუნვის ილუზიას ქმნის.[6][7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩვენს შესახებ - აქსის თაუერსის ოფიციალური ვებსაიტი.
  2. დიღმელაშვილი, შოთა (18 მარტი, 2015). „„აქსისი“: დეველოპმენტის ქართული ბაზრის გზამკვლევი“. Forbes Georgia. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „როდის დაასრულებს „აქსისი“ შეჩერებულ მშენებლობებს?“. agora.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-21. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. როსტიაშვილი, თამარ (21 დეკემბერი, 2020). „ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება – მობინადრეები „აქსისის“ სქემას შიფრავენ“. qronikaplus.ge. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „„Axis Towers-ი“ გაიხსნა - რას სთავაზობს სტუმრებს დედაქალაქის ახალი ლენდმარკი“. ImediNews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-21. ციტირების თარიღი: 2022-09-21.
  6. აქსის თაუერსის შესახებ - პროექტის ოფიციალური ვებსაიტი.
  7. „„Axis Towers-ი“ და თბილისის ბიზნესუბანი“. Forbes Georgia.