აფრიკის კორპუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფრიკის კორპუსი

(გერმ. Deutsches Afrikakorps)

აფრიკის კორპუსის ემბლემა
აფრიკის კორპუსის ემბლემა
აქტიური 1941–1943
ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ტიპი საექსპედიციო ძალა
რაოდენობა კორპუსი
ნაწილი ვერმახტის სახმელეთო არმია
გარნიზონი ტრიპოლი, იტალიური ლიბია
ბრძოლები ოპერაცია ზონელბლუმე
ტობრუკის ალყა
გაზალას ბრძოლა
ოპერაცია "Battleaxe"
ელ ალამაინის მეორე ბრძოლა
ტუნისის კამპანია
მეთაურები
მოქმედი
მეთაური
ლუდვიგ კრიუველი
ვილჰელმ რიტერ ფონ თომა
ვალტერ ნერინგი
ცნობილი
მეთაურები
ერვინ რომელი
გენერალი ერვინ რომელი (ცენტრში)


აფრიკის გერმანული კორპუსი (გერმ. Afrika Korps) — ვერმახტის საექსპედიციო ძალა მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოაფრიკულ კამპანიაში. ის ჩრდილოეთ აფრიკაში გაიგზავნა იტალიური ძალების დასახმარებლად მათ კოლონიებში ბრიტანელთა მწვავე შეტევების მოსაგერიებლად. აფრიკის კორპუსმა 1941 წლის მარტიდან 1943 წლის მაისამდე იბრძოლა, სანამ არ ჩაბარდებოდა მოკავშირეებს. შენაერთის ყველაზე სახელოვანი მეთაური იყო მოკავშირეთა მიერ ,,უდაბნოს მელად“ წოდებული გენერალი ერვინ რომელი.

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის მაისისთვის აფრიკის კორპუსი ორი გერმანული დივიზიისგან შედგებოდა და თავდაპირველად ის იტალიურ სარდლობას ემორჩილებოდა. ომის მიმდინარეობისას შენაერთი არაერთხელ გაძლიერდა დამატებითი სამხედრო ნაწილებით. 1943 წლის თებერვალში გერმანული სატანკო არმია აფრიკა შედიოდა იტალიური პირველი არმიის შემადგენლობაში, რომელსაც იტალიელი გენერალი ჯოვანი მესე სარდლობდა. ერვინ რომელი დაინიშნა ახალშექმნილი არმიის ჯგუფ აფრიკის მეთაურად, რომელიც, თავის მხრივ, აკონტროლებდა იტალიურ პირველ არმიასა და გერმანულ მეხუთე სატანკო არმიას. ამრიგად, ის სარდლობდა როგორც გერმანულ ნაწილებს, ასევე იტალიელთა ოთხ ქვეით დივიზიას.

აფრიკის კორპუსის აღსასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად არაერთი წარმატებული ოპერაციისა, აფრიკის კორპუსი საბოლოოდ 1943 წლის 13 მაისს მაინც დანებდა მოკავშირეთა ძალებს. სამხედრო ტყვეების უმეტესობა აშშ-ში გადაიყვანეს. ისინი მისისიპის შტატის კემპ შელბიში, ტეხასის შტატის კემპ ჰერნში და სხვა სამხედრო ტყვეთა ბანაკებში ომის დასრულებამდე დარჩნენ.

აფრიკის კორპუსი ეგვიპტეში, 1942 წლის მაისი (გაფერადებული).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cooper, Matthew (1990). The German Army 1933–1945. Scarborough House. Chelsea, MI, USA.
  • Lewin, Ronald (1998) [1968]. Rommel As Military Commander. New York: B&N Books.
  • Toppe, Generalmajor Alfred (1990) [1952]. German Experiences in Desert Warfare During World War II. The Black Vault (Report). II. Washington: U.S. Marine Corps: Historical Division, European Command.