აუროვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საერთაშორისო ქალაქი
აუროვილი
Matrimandir.JPG
მატრიმანდირი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
[[შტატი]] ტამილნადუ
კოორდინატები 12°00′25″ ჩ. გ. 79°48′38″ ა. გ. / 12.00694° ჩ. გ. 79.81056° ა. გ. / 12.00694; 79.81056
დაარსდა 1968
ფართობი 10 კმ²
მოსახლეობა 2333 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა 45 ქვეყნის მოქალაქე
რელიგიური შემადგენლობა არ არსებობს რელიგიური კონფესია
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91 413
საფოსტო ინდექსი 605101
ოფიციალური საიტი auroville.org
აუროვილი — ინდოეთი
აუროვილი

აუროვილი („ცისკრის ქალაქი“) — საერთაშორისო ექსპერიმენტული ქალაქი ინდოეთის სამხრეთით. დაარსდა 1968 წელს და ვითარდება იუნესკო-ს ეგიდით. მდებარეობს ტამილნადუს შტატში, ქალაქ პუდუჩერის გვერდით. ქალაქის დამაარსებლის მირა ალფასას განცხადებით, ის უნდა გახდეს ექსპერიმენტი ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნის, სადაც იცხოვრებენ პოლიტიკური და რელიგიური უპირატესობების გარეშე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დააარსა ინდოელი ფილოსოფოსის, შრი აურობინდოს მიმდევარმა და მოსწავლემ მირა ალფასამ. ქალაქის ინაუგურაციის ცერემონია შედგა 1968 წლის 28 თებერვალს. ცერემონიას ესწრებოდა 124 ქვეყნის წარმომადგენელი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 2333 ადამიანი. ქალაქის მოსახლეობა 45 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელთა შორის 999 არის ინდოეთის მოქალაქე[1]. იგეგმება, რომ ქალაქის მოსახლეობა გაიზარდოს 50 000 კაცამდე.

ინდოეთის მთავრობის აქტის თანახმად აუროვილს აკონტროლებს სამთავრობო ორგანიზაცია „Auroville Foundation“[2]. ფორმალურად ეს ორგანიზაცია აუროვილის მცხოვრებთა საკუთრებას წარმოადგენს[3]. „Auroville Foundation“-ი არის იმ მიწების მფლობელი, რომელზეც შენდება ქალაქი.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუროვილის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მატრიმანდირი, შენობა რომელსაც გამოიყენებენ მედიტაციისა და იოგის პრაქტიკისათვის. მატრიმანდირი არ მიეკუთვნება რომელიმე რელიგიას.

ნაგებობა სფეროს ფორმისაა, რომელიც დაფარულია ოქროსფერი ფირფიტებით. მატრიმანდირი ააშენეს ფრანგი არქიტექტორის როჟე ანჟეს პროექტის საფუძველზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აღწერის ოფიციალური მასალები, იანვარი 2014 წელი.
  2. The Auroville Foundation Act (1988)
  3. Huggler, Justin. “Universal City: No Drink. No Drugs. No Politics No Religion. No Pets... So Is This Utopia? Amid the Quiet, Traditional Villages of South India, 1,800 People“, The Independent (London), 2005-08-18. წაკითხვის თარიღი: 2007-10-21.