ასტრუდ ჟილბერტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Astrud Gilberto, Amsterdam 1966

ასტრუდ ჟილბერტო (Astrud Gilberto) (დ. 29 მარტი, 1940) — ბრაზილიელი მომღერალი განთქმული მისი სამბა და ბოსა-ნოვა მუსიკის შესრულებისთვის. დაიბადა სახ. ასტრუდ ვაინერტი ბრაზილიელი დედისა და გერმანელი მამის ოჯახში ბაიას შტატში, გაიზარდა რიო-დე-ჟანეიროში. 1959 წელს დაქორწინდა ჟუან ჟილბერტოზე და 1963 წელს ერთად აშშ-ში გადადიან, სადაც ის ასრულებს განთმულ გეტსი/ჟილბერტოს ალბომში ჟუან ჟილებრტოს, სტენ გეტსა და ანტონიო კარლოს ჟობიმთან ერთად. ასტრუდს პროფესიულად მანამდე არ შეუსრულებია და ჩაწერაში მონაწილეობა სტენ გეტსის დაჟინებით მიიღო. შუა 1960-იან წლებში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ჟილბერტოს ვოკალური შესრულების წარმატებამ სიმღერაში „The Girl from Ipanema“ სწრაფად მოუხვეჭა მას ჯაზის ვარსკვლავის სახელი და მალევე მან სოლო ჩაწერების გაკეთება დაიწყო. თავიდან იწყებს ბრაზილიური ბოსა-ნოვასა და ამერიკული ჯაზის სტანდარტების თარგმნას, თუმცა შემდგომში უკვე საკუთარი კომპოზიციებიც ჩაწერა 1970-იანებში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

  • სტენ გეტსი და ასტრუდ ჟილბერტო - Getz Au-Go-Go (Verve, 1964)
  • ასტრუდ ჟილბერტოს ალბომი (Verve, 1964)
  • The Shadow Of Your Smile (Verve, 1965 in music)
  • Look To The Rainbow (Verve, 1965 in music)
  • Beach Samba (Verve, 1966 in music)
  • A Certain Smile, A Certain Sadness with Walter Wanderley (Verve, 1967 in music)
  • Windy (Verve, 1968 in music)
  • September 17, 1969 (Verve, 1969 in music)
  • Gilberto Golden Japanese Album (Verve, 1969 in music)
  • I Haven't Got Anything Better To Do (Verve, 1970 in music)
  • Astrud Gilberto With Stanley Turrentine (CTI, 1971 in music)
  • Astrud Gilberto Now (Perception, 1972 in music)
  • That Girl From Ipanema (Audio Fidelity, 1977 in music)
  • Astrud Gilberto Plus James Last Orchestra (Polygram, 1987 in music)
  • Live In New York (Pony Canyon, 1996 in music)
  • Temperance (album) (Pony Canyon, 1997 in music)
  • Jungle (Magya, 2002 in music)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]