სურენ ასლამაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ასლამაზაშვილი, სურენ)

სურენ არტემის ძე ასლამაზაშვილი (დ.3 მარტი, 1914, სოფ. კავთისხევი, ახლანდელი კასპის რაიონი ― გ. 22 ნოემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 თებერვალი, 1944[1]). გვარდიის სერჟანტი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937-1939 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ასლამაზაშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში ― ქ. ორჯონიკიძესთან, უკრაინასა და ბესარაბიაში, მონაწილეობდა რუმინეთის, ინგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში. მდინარე დნეპრის გადალახვისას და მის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ, 1945 წლიდან ასლამაზაშვილი მუშაობდა თბილისის სართავ-სატრიკოტაჟი კომბინათში, თბილისის კრინიგზის სადგურში. 1955-1969 თბილისის კიროვის სახელობის ჩარხსაშენებელ ქარხანაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 636.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Указ Президиума Верховного Совета СССР «О присвоении звания Героя Советского Союза офицерскому, сержантскому и рядовому составу Красной Армии» от 22 февраля 1944 года // Ведомости Верховного Совета Союза Советских Социалистических Республик : газета. — 1944. — 5 марта (№ 13 (273)). — С. 1