ასარ თაბრიზი
იერსახე
ასარ თაბრიზი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1325 |
დაბადების ადგილი | თავრიზი |
გარდაცვალების თარიღი | 1390 |
გარდაცვალების ადგილი | თავრიზი |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა | ირანი |
ასარ თაბრიზი, შამსედინ ჰაჯი მუჰამედ (გ. 1390) — სპარსელი პოეტი და სწავლული. წერდა სპარსულად. ავტორია რამდენიმე შრომისა ლიტერატურის თეორიის საკითხებზე. ჰქონია მრავალი კასიდა, ღაზალი, კიტა, რობაი. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთმა პოემამ („მეჰრი და მუშთარი“, 1376), რომელშიც ავტორი უმღერის წმინდა და ძლიერ სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას, გმირობას. პოემაში ვხვდებით სოციალურ მოტივებსაც და ბედის სამდურავსაც. პოეტი ავლენს ასტრონომიის კარგ ცოდნას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 625.