ასაბია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ასაბია (არაბ. صاحب საჰიბ, მრავლობითი რიცხვი اصحاب ასჰაბ — მეგობარ-ამხანაგები) — ამხანაგი, თანამდგომი, მახლობელი, გულშემატკივარი (მაგ., მიცვალებულის დაკრძალვაზე შორიდან მოსული ჭირისუფლის მხლებელი).

ძველ ქართულ სამართალში ასაბია ეწოდება თავდამსხმელის დამხმარეს, პიროვნების მიმართ ჩადენილი ძალადობის თანამონაწილეს. „წამყვანი კაცის“ (მთავარი დამნაშავის) და მისი ასაბიის პასუხისმგებლობა თანაბარი იყო. იმ პირს, ვისაც თავს დაესხნენ, ჰქონდა აუცილებელი მოგერიების უფლება როგორც „წამყვანელი კაცის“, ასევე ასაბიის მიმართ, პასუხს არ აგებდა მათი მოკვლისა თუ დაჭრისათვის. ასაბიის სისხლის საზღაურის გადახდა, როგორც წესი, „წამყვანელ კაცს“ ეკისრებოდა. ზოგიერთი საკანონმდებლო ძეგლი ითვალისწინებს ასაბიის თანამონაწილეობის ცალკეულ შემთხვევებს და სხვადასხვაგვარად აწესრიგებს „წამყვანელი კაცის“ პასუხისმგებლობას ასაბიის წინაშე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]