არჩილ ფირცხალავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არჩილ სულაქველიძე
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1944
ზუგდიდი, საქართველო
გარდ. თარიღი 28 დეკემბერი, 1985 (41 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, რედაქტორი

არჩილ ფირცხალავა (დ. 22 იანვარი 1944 — გ. 28 დეკემბერი 1985) — ქართველი პოეტი, რედაქტორი, კორესპონდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილ ფირცხალავა დაიბადა 1944 წლის 22 იანვარს ზუგდიდში. სწავლობდა ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლაში. დაამთავრა ამავე ქალაქის საღამოს სკოლა. 1967-1972 წლებში მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე მებეტონედ. იყო გაზეთ „ენგურის ჩირაღდნის“ რედაქტორი და სოხუმის გაზეთ „კომუნისტური შრომის“ კორესპონდენტი. ლექსების წერა 10 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი წიგნი „გარდუვალობა“ გამოსცა 1985 წელს. გამოცემულია აგრეთვე მისი კრებულები „ცისფერი სინათლე“ (1992) და „წყავის გვირგვინი“ (2003).

გარდაიცვალა 1985 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალულია ზუგდიდში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართული მწერლობა“ — გამომცემლობა „დილა“, თბ., 2011.