არჩილ უგულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩილ უგულავა
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1947 (1947-08-20) (76 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

არჩილ უგულავა (დ. 20 აგვისტო, 1947, თბილისი) — ქართველი მეცნიერი და ფიზიკოსი. სრული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1974-1979 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი, 1979-1988 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1990 წლებში განყოფილების გამგე; 1990-2003 წლებში ლაბორატორიის გამგე; 2003-2005 წლებში თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 2005 წლიდან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. არის ავტორი წიგნისა „სტატისტიკური ფიზიკა“ (2005).

საკანდიდატო დისერტაციადაიცვა 1974 წელს — „ფონონური ვიწრო ყელის პრობლემა მაგნიტურ რეზონანსში“. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1988 წელს — „რეგულარული და სტოქასტიური სპინური დინამიკა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006, გვ. 445;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]