არნოლდ ჰენრი გიუიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნოლდ ჰენრი გიუიო
Arnold Henry Guyot.jpg
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი 1807(1807-09-28)[1]
დაბ. ადგილი ბუდევილიერსი
გარდ. თარიღი 8 თებერვალი 1884(1884-02-08)[1] (76 წელი)
გარდ. ადგილი პრინსტონი
მოქალაქეობა აშშ
Flag of Switzerland.svg შვეიცარია
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი
Arnold Guyot ვიკისაწყობში

არნოლდ ჰენრი გიუიო (Arnold Henry Guyot; დ. 28 სექტემბერი, 1807 — გ. 8 თებერვალი, 1884) — შვეიცარიაში დაბადებული ამერიკელი გეოლოგი და გეოგრაფი. პირველმა მიაქცია ყურადღება შვეიცარიის მყინვარების ფენობრივ აგებულებას, საფუძვლიანად შეისწავლა ისინი და მოახდინა მრავალი აღმოჩენა ამ მიმართულებით. მისი ფართო მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგად საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ამინდის ბიუროს. სწავლობდა ნევშატელის კოლეჯში და გერმანიაში. 1835-1840 წლებში ასწავლიდა ქალაქ პარიზში. 1839 წელს ნევშტელის აკადემიაში გახდა ისტორიისა და ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორი. 1838 წელს ცნობილი ნატურალისტის ლუი აგასისის გავლენით დაიწყო მყინვარების სტრუქტურისა და მოძრაობის შესწავლა. 1848 წელს დასახლდა კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში, და 1854 წლამდე იქვე კითხულობდა ლექციებს გეოგრაფიასა და სწავლების მეთოდიკაში. 1854 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში გახდა გეოლოგიისა და ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორი. გეოგრაფიაში არაერთი სახელმძღვანელოს ავტორია. გიუიომ შეიმუშავა აპალაჩების ტოპოგრაფიული რუკები. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „დედამიწა და ადამიანი“ (1849).

მისი სახელობისაა მყინვარი ალასკაში, მთა გრეიტ-სმოკი-მაუნტინსის ქედზე, აგრეთვე ვულკანური წყალქვეშა მთები გიუიო და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #117591599 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 26 2014: