არმან ლანუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არმან ლანუ
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი 1913(1913-10-24)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი პარიზი[4]
გარდ. თარიღი 23 მარტი 1983(1983-03-23)[1] [2] [3] (69 წლის)
გარდ. ადგილი შან-სიურ-მარნი
საქმიანობა მწერალი და ბიოგრაფი
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
Magnum opus როცა ზღვის უკუქცევაა
ჯილდოები გონკურის პრემია, Eugène Dabit populist novel award, ინტერალიეს პრემია, როჟე ნიმიეს პრემია და Q48752808?
საიტი armand-lanoux.fr

არმან ლანუ (ფრანგ. Armand Lanoux; დ. 24 ოქტომბერი, 1913 — გ. 23 მარტი, 1983) — ფრანგი–რომანისტი, პოეტი და კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმან ლანუ დაიბადა 1913 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ პარიზში საფრანგეთი. ლიტერატურული მოღვაწეობა დეტექტიური რომანებით დაიწყო. შემდეგ სიურრეალისტების გავლენით ლექსების წერას მიჰყო ხელი. 1953 წელს გამოქვეყნებულ ლექსების კრებულს "დამტარებელი" დიდი წარმატება ხვდა წილად და აპოლინერის პრემია დიამსახურა.

1948 წლიდან დაწერილი რომანები რეალისტურ ტენდეციებს ამჟღავნებს. რომანმა "გიჟების კიდობანი" "პოპულისტების" ლიტერატურული პრემია აიღო. შემდგომი რომანებიდან საინტერესოა "ნაზი ასაკი", "ხვლიკები კედლის საათში". 1956 წელს ლანუს რომანმა "მაიორი ვატრენი" "ინტერნალიეს" ლიტერატურული პრემია მიიღო. ხოლო რომანმა "როცა ზღვის უკუქცევაა" 1963 წელს გონკურის პრემია დაიმსახურა. საინტერესოა აგრეთვე რომანი "შეხვედრა ბრიუგში".

ლანუ ავტორია დიდი გამოკვლევებისა: "გამარჯობა, ბატონო ზოლა" და "პარიზის ფიზიოლოგია გულის სახით".

არმან ლანუ გარდაიცვალა 1983 წლის 23 მაისს, ქალაქ შან-სირ-მარნში, საფრანგეთი.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die ermordete Kanadierin (1943)
  • Das Narrenschiff (1947)
  • Morgenunterricht (1949)
  • Bonjour, Monsieur Zola (1954)
  • Der Tote von Volmerange (1956)
  • Paris 1925 (1957)
  • Das Rendezvousvon Brügge (1958)
  • Wenn das Meer zurückweicht (1963)
  • Maupassant der Bel-Ami (1967)
  • Der abgschnittene Kopf (1972)
  • Der Bienenhirt (1974)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; "საბჭოთა საქართველო", 1976; გვ: 550.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. Лану Арман // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.