არმან კარამიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არმან კარამიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Արման Քարամյան
დაბადების
თარიღი
14 ნოემბერი, 1979 (1979-11-14) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996 - 1997 არაბკირი 7 (4)
1997 - 1998 პიუნიკი 23 (4)
1999 - 2000 კილიკია 54 (35)
2001 - 2002 პიუნიკი 41 (57)
2003 პანახაიკი 15 (0)
2003 - 2004 არსენალ-კიევი 10 (1)
2004 - 2006 რაპიდი 6 (0)
2005   ბრასოვი 9 (2)
2005   ჯლორია ბისტრიტა 6 (0)
2006   ბრასოვი 10 (10)
2006-2007 შახლეული 13 (0)
2007 - 2010 ტიმიშოარა 50 (16)
2010 სტიაუა 13 (5)
2010 - 2011 უნირია უნზისენი 5 (0)
2012 - 2014 კლინსენი 41 (22)
2016 ვოინა კრევედია 18 (9)
ეროვნული ნაკრები
2000 - 2010 სომხეთის ნაკრები 48 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არმან კარამიანი (სომხ. Արման Քարամյան; დ. 14 ნოემბერი, 1979, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით თავდამსხმელი/ნახვარმცველი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმან კარამიანმა პროფესიონალური ფეხბურთის თამაში 1996 წელს დაიწყო. ამ წელს, ის და მისი ძმა ართავაზ კარამიანი შეუერთდნენ კლუბ არაბკირს. 1997 წელს ორივე მათგანი გადავიდა პიუნიკში. კარამიანი იყო პიუნიკის ნაწილი, როდესაც კლუბმა მოიგო სომხეთის პრემიერ ლიგა 2001 და 2002 წლებში, სომხეთის თასი 2002 წელს და სომხეთის სუპერთასი 1997 და 2002 წელს. 1999 წელს ძმები სათამაშოდ კილიკია ერევანში გადავიდნენ, ხოლო 2001 წელს კვლავ პიუნიკში დაბრუნდნენ. 2003 წელს, აგრეთვე ორივე მათგანი შეუერთდა საბერძნეთის საფეხბურთო ლიგის კლუბ პანახაიკის. 2003-2004 წლებში თამაშობდნენ უკრაინის პრემიერლიგის კლუბ არსენალ კიევში. 2004 წელს არმანი და მისი ძმა ლიგა პირველში, კერძოდ რაპიდში გადავიდნენ. ეს სეზონი არმანმა გამოტოვა, ხოლო მისი ძმა მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. 2005 წლის სეზონში არმანი 2 ლიგა პირველის კლუბში გაუშვეს იჯარით: ბასოვა და ბასტრიტაში. შემდეგ მან ოფიციალური კონტრაქტრი შახლეულთან „გააფორმა“. 2007 წელს კვლავ ორივე მათგანი შეუერთდა კლუბ ტიმიშოარას. შემდეგ სეონში ხსენეული კლუბი ლიგა პირველის ფინალისტი იყო.

2010 წელს ძმები კლუბ სტიუაში გადავიდნენ. 2009-10 წლების სეზონში არმან კარამიანი აირჩიეს წლის საუკეთესო მარცხენა ვინგერად. სეზონის დასრულებისას ზმებლა სტიუასთან კონტრაქტი დაასრულეს. მათ დაიწყეს ისეთი კლუბის ძებნა, სადაც ორივე მათგანი განაგრძობდა თამაშს, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს. მოგვიანებით გამოქვეყნდა რომ ისინი მოლაპარაკებას ბრასოვთან აწარმოებდნენ.

2011 წლის ოქტომბერსში, სტოჩიჩმა, რომელმაც სრულიად იცოდა ძმების შესაძლებლობები, ისინი სათამაშოდ მიოვენიში მიიწვია. არმანის ძმამ, ართავაზმა საფეხბურთო კარიერის დასრულება და ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა.[1]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმან კარამიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის 9 იანვარს, გუატემალას წინააღმდეგ მეგობრულ შეხვედრაში შედგა (1:1). მან ნაკრების 49 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაინტანა. 2010 წელს მან დატოვა ეროვნული ნაკრები.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმანი და მისი ძმა ართავაზი ორივე ფეხბურთელები იყვნენ და თითქმის მთელი კარიერა ერთად აქვთ გატარებული.

2014 წელს ორივე მათგანმა რუმინეთის მოქალაქეობა აიღო. ისინი ცოლებთან და შვილებთან ერთად რუმინეთში ცხოვრობენ.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Братья Карамяны оставили футбол ради бизнеса (in Russian). armsport.am. Archived from the original on 14 January 2013. Retrieved 31 March 2013.
  2. Karamienii sunt români! Romanian. SportNews (4 November 2014).