ქსნის არმაზის ეკლესია
ქსნის არმაზის ეკლესია — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფ. არმაზის მახლობლად. აგებულია 864 წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII ს. - X ს. I ნახევარი) ღირსშესანიშნავი ძეგლი. არმაზი, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. გუმბათის ყელი არ აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა. დეტალები — შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1981, გვ. 163-164
- ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1987, გვ. 37
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 201.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II, თბ., 1973, გვ. 637.
- ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. თბ., 1974, გვ. 117-118
- ზაქარაია პ., ლენინგორის რაიონი, თბ., 1981, გვ. 4-5
- მაკალათია ს., ლეხურას ხეობა, თბ., 1964, გვ. 49.
- ქართული წარწერების კორპუსი. ტ. I. ლაპიდარული წარწერები. - აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.), თბ., 1980, გვ. 167-168
- ციციშვილი ირ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995, გვ. 75.
- საქართველოს სულიერი საგანძური. წ.1, თბ., 2005, გვ. 96.
- შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა. IV, თბ., 2008, გვ. 12
- „ჟღერს ქვის ჰარმონია“, ნაკვეთი პირველი, საკითხავი ყმაწვილთათვის, ტ 13. „ ციცინათელა“, თბილისი, 2006 წ. გვ. 74- 75