არიფ აზიზოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არიფ აზიზოვი
დაიბადა 3 იანვარი, 1943(1943-01-03) (81 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო
საიტი http://www.arifazizart.com/

არიფ მოჰუბალი ოღლუ აზიზოვი (აზერ. Arif Möhübəli oğlu Əzizov), დ. 1943 წლის 3 იანვარი, ბაქო) ― აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის ერთ-ერთი მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე მხატვარი, ასევე თავისი ქვეყნის მშვიდობის ელჩი და აზერბაიჯანის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018).[1] [2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არიფ აზიზი დაიბადა 1943 წლის 3 იანვარს ბაქოში. 1962 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 5 წელი მოსკოვში გრაფიკულ დიზაინს სწავლობდა. 1970-იანი წლების დასაწყისიდან ასწავლიდა სახვით ხელოვნებას ხელოვნების სკოლებში.

2005 წელს დაიკავა სტამბოლის ბილკენტის უნივერსიტეტის ფერწერის კათედრა, სადაც 2007 წლამდე დაჰყო. ამის შემდეგ იგი გახდა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი. თავის შწმოქმწდებაში აზიზოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პეიზაჟებს. ის აერთიანებს ადამიანის სახეს სამშობლოს ტრადიციულ ორნამენტებთან, ასევე აფრიკაში, მოსკოვში, პარიზში, თურქეთსა და ინდოეთში მოგზაურობის დროს შეგროვებულ შთაბეჭდილებებთან. ითვლება, რომ აზიზოვს დიდი წვლილი მიუძღვის აბსტრაქტული ხელოვნების სკოლის ჩამოყალიბებაზე, რამაც გავლენა მოახდინა ბევრ ახალგაზრდა აზერბაიჯანელ მხატვარზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Simurq-az.org - Arif Əziz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-12. ციტირების თარიღი: 2021-01-17
  2. Savalan Fərəcov. Ağ rəngin işığında: Arif Əziz თარგი:Vebarxiv. "Mədəniyyət" qəzeti. 25 aprel 2012, səh. 10. anl.az (აზერბაიჯანული)