ართურ მაკდონალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ართურ მაკდონალდი
ინგლ. Arthur Bruce McDonald
Arthur B. McDonald 5139-2015.jpg
დაბ. თარიღი 29 აგვისტო, 1943(1943-08-29)[1] [2] (79 წლის)
დაბ. ადგილი სიდნეი[1]
მოქალაქეობა Flag of Canada.svg კანადა
საქმიანობა ფიზიკა
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი[3] , კუინზის უნივერსიტეტი[3] [4] და Chalk River Laboratories
ალმა-მატერი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[5] [3] , დალჰაუსის უნივერსიტეტი[3] და Sydney Academy
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[6] [7], ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, ჰენრი მარშალ ტორის მედალი, ფუნდამენტური ფიზიკის პრიზი, ტომ ბონერის პრემია ბირთვულ ფიზიკაში[8] , ონტარიოს ორდენი, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, Gerhard Herzberg Canada Gold Medal for Science and Engineering, Giuseppe and Vanna Cocconi Prize[9] , კანადის ორდენის კომპანიონი, სამეფო საზოგადოების წევრი[10] და AAAS-ის წევრი[11]

ართურ ბრიუს მაკდონალდი (ინგლ. Arthur Bruce McDonald; დ. 29 აგვისტო, 1943) — კანადელი ასტროფიზიკოსი და SNOLAB-ის დირექტორი. აშშ-ის კალიფორნიის ტექნოლიგიური ინსტიტუტისა და კანადის კუინსის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. არის კანადის სამეფო საზოგადოებისა (1997) და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (2009). დაამთავრა დალჰაუზის უნივერსიტეტი ახალ შოტლანდიაში. ფიზიკის დარგში სადოქტორო ხარისხი მოიპოვა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში 1969 წელს. 1982-89 წლებში იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი, 1989 წლიდან კუინსის უნივერსიტეტის პროფესორია. დაჯილდოებულია ტომ ბონერისა (2003) და ბრუნო პონტეკორვოს პრემიებით (2004). მინიჭებული აქვს ბენჯამინ ფრანკლინის მედალი (2007). ართურ მაკდონალდს 2015 წელს ტაკააკი კაძიტასთან ერთად ნეიტრინოს ოსცილაციისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]