ართვინის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ართვინის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები ანტონის ქუჩა, არაქელასის ქუჩა

ართვინის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); რკინიგზიდან ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩამდე, წარმოიქმნა XIX საუკუნეში, 1922 წლამდე ანტონის ქუჩა ერქვა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში), შემდეგ — არაქელასი. ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 50-იან წლებში ართვინის ქუჩა ეწოდა, აქვს 2 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]