არზამასის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არზამასის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
Храм в честь Тихвинской иконы Божией Матери. 1786 г.jpg
არზამასის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°22′22″ ჩ. გ. 43°49′36″ ა. გ. / 55.37278° ჩ. გ. 43.82667° ა. გ. / 55.37278; 43.82667
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა არზამასი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 521410084610006
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1777-1786

არზამასის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Тихвинской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი არზამასში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი). მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არზამასის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ააგეს 1777 წელს არზამასელი ვაჭრის მატვეი სტეფანეს ძე მასლიონკოვის ფინანსებით. ტაძარში მასლიონკოვმა გადაიტანა საგვარეულო სიწმინდე ტიხვინის ღვთისმშობლის დიდი ხატი[1].

ეკლესიის კურთხევიდან ყოველდღიურად ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს (ძველი სტილით 26 ივნისი, ახალი სტილით 10 ივლისი) სრულდება ლიტანიობა ეკლესიიდან სასაფლაომდე. გადმოცემის მიხედვით ეს იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაული ქალაქის მთელი ქვედა ნაწილისათვის, როდესაც ქალაქის სასაფლაოს სტუმრობდა მთელი ქალაქი და მის გარშემო მდებარე სოფლები[2].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1931 წელს არზამასის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი დახურეს, მის შენობაში კი განათავსეს ქალაქის მორგი[1].

2001 წელს ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის მრევლს. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 2004 წელს, ღვთისმსახურება კი აღსდგა 2005 წელს[1].

2010 წლის 7 ნოემბერს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგი დანილოვმა აღასრულა სასაფლაოს ტაძრის კურთხევის ცერემონია. ტაძარი აკურთხეს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[3].

არზამასის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი არის რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნომრით 521410084610006[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]