არვადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

არვადი — ქალაქი-კუნძული სირიაში, ძველი ქალაქ-სახელმწიფო ფინიკიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად იხსენიება ძვ. წ. XV საუკუნის ეგვიპტურ წყაროებში. ძვ. წ. XIV საუკუნეში განთქმული იყო ფლოტით. ჰქონდა კავშირი ხეთებთან და მტრული დამოკიდებულება ეგვიპტესთან. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ემორჩილებოდა ასურეთს. ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოდან დაიმორჩლა ბაბილონმა. ძვ. წ. V სუაკუნიდან არვადში იჭრებოდა მონეტა. აქემენიანთა იმპერიაში სარგებლობდა ავტონომიით. ძვ. წ. 332 წელს მიემხრო ალექსანდრე მაკედონელს. ელინისტურ-რომაულ პერიოდში, ძვ. წ. 259 წლიდან სარგებლობდა თვითმმართველობის უფლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]