არდო ჰანსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არდო ჰანსონი
Ardo Hansson.jpg
დაბ. თარიღი 15 ივლისი 1958(1958-07-15) (61 წლის)
დაბ. ადგილი ჩიკაგო
მოქალაქეობა აშშ და ესტონეთი
საქმიანობა ეკონომისტი
დამსაქმებელი ესტონეთის ბანკი[1]
ჯილდოები Order of the White Star, 3rd Class
ალმა-მატერი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი

არდო ჰანსონი (ესტ. Ardo Hillar Hansson; დ. 15 ივლისი, 1958, ჩიკაგო) — ესტონელი ეკონომისტი.

არდო ჰანსონი არის ესტონეთის ბანკის მმართველი.[2]. ის 1998-2012 წლებში მსოფლიო ბანკში აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის ქვეყნების და ჩინეთის მიმართულებით ეკონომისტად მუშაობდა. 1993-1998 წლებში იყო ესტონეთის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი. 1991-1992 წლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. ის ასევე იყო მონეტარული რეფორმის კომიტეტის წევრი.

ის მუშაობდა რამდენიმე უნივერსიტეტთან და აქვს გამოცემული შრომები ეკონომიკის დარგში. ჰანსონი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]