არგონის ტყის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არგონის ტყის ბრძოლაანტანტის საბოლოო თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელიც მთელ დასავლეთ ფრონტზე იყო გადაჭიმული. შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობდა 1918 წლის 26 სექტემბერიდან 1918 წლის 11 ნოემბერის ზავამდე, 47 დღის განმავლობაში. არგონის ტყის ბრძოლა უდიდესი იყო ამერიკის სამხედრო ისტორიაში, მასში ჩართული იყო 1,2 მილიონი ადამიანი. არგონის ტყის ბრძოლები ანტანტის ქვეყნების ასდღიანი შეტევების ერთ-ერთი შემადგენენელი ნაწილი იყო, რომელმაც ომი დასასრულამდე მიიყვანა. ბრძოლამ 26 277 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 95 786 დაიჭრა. არგონის ტყის ბრძოლა უდიდესი და სისხლიანი ბრძოლა იყო ამერიკის საექსპედიციო ძალებისთვის, რომელსაც გენერალი ჯონ პერშინგი ხელმძღვანელობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკული საექსპედიციო ძალები ძირითად არგონის ტყის ბრძოლებში იყვნენ ჩართულნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ferrell, Robert H. 2012. America's Deadliest Battle: Meuse-Argonne, 1918. Lawrence: University Press of Kansas.
  • "Meuse River-Argonne Forest Offensive, 26 September-11 November 1918". Historyofwar.org. Retrieved 2013-09-26.