ჯონ პერშინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ პერშინგი
John J. Pershing

მეტსახელი „ბლექ-ჯეკი“
(ინგლ. Black Jack)
ეროვნება ამერიკელი
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1860[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი მისური, აშშ
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი, 1948[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონი, აშშ
კუთვნილება აშშ-ის არმია
ჯარის სახეობა აშშ-ის არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1886-1924
წოდება აშშ-ის არმიის გენერალი
მეთაურობდა American Expeditionary Forces
ბრძოლები/ომები ესპანეთ-ამერიკის ომი, American Indian Wars, ამერიკა-ფილიპინების ომი, Boxer Rebellion, Border War, Western Front of World War I და პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[11] , პულიცერის პრემია ისტორიისათვის[12] , Grand Cross of the Order of the Bath[13] , Silver Star, კონგრესის ოქროს მედალი, Order of Michael the Brave, Knight Commander of the Military Order of Savoy, Distinguished Service Cross, Distinguished Service Medal, Victory Medal, Order of Prince Danilo I, Order of the Redeemer, Grand Cordon of the Order of Leopold[11] , Order of the Liberator, Médaille militaire, სამხედრო ჯვარი, Grand cross of the Order of the White Lion, Czechoslovak War Cross 1918, Military Order of Italy, წმინდა მორისისა და ლაზარეს ორდენი, მზის ორდენი, ამომავალი მზის ორდენი, Order of the Star of Karađorđe, პოლონეთის აღორძინების ორდენის კავალერი, Commander of the Order of Military Virtue და Silver Cross of the Virtuti Militari

ჯონ ჯოზეფ „ბლექ-ჯეკ“ პერშინგი (ინგლ. John Joseph Pershing, 13 სექტემბერი, 1860, ქალაქ ლეკლეიდის მახლობლად, მისური, აშშ15 ივლისი, 1948, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკული ჯარების გენერალი, ესპანეთ-ამერიკისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ერთადერთი ამერიკელი სამხედრო მოღვაწე, რომელმაც სიცოცხლეშივე მიიღო აშშ-ის არმიის სამხედრო წოდება — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ პერშინგი კაპიტნის წოდებით, დაახ. 1902 წელი

ჯონ პერშინგი დაიბადა მისურის შტატში, ქალაქ ლეკლეიდის მახლობლად ერთ-ერთ ფერმაში. 1861 წელს, საცხოვრებლად გადავიდა ზემოთ აღნიშნულ ქალაქში, მას შემდეგ რაც მამამისმა საწყობი იყიდა. 1878 წელს დაამთავრა სკოლა, 1880-1882 წლებში სწავლობდა მისურის პირველ ჩვეულებრივ სკოლაში. შემდეგ სწავლობდა ტრუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისური. 1882 წელს შევიდა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში, რომელიც 1886 წელს დაასრულა. ამავე აკადემიის სუპერინტენდანტი, გენერალი უესლი მერიტი ჯონის საოცარ შესაძლებლობებს ხაზს უსვავდა. პერშინგმა მიიღო ამერიკული არმიის მეორე ლეიტენანტის წოდება. მსახურობდა მე-6 კავალერისტთა პოლკში, თავიდან ნიუ-მექსიკოში, ხოლო შემდგომ კალიფორნიაში, არიზონაში, ჩრდილოეთი დაკოტასა და აიოვაში. მონაწილეობდა აპაჩეისა და სიუს წინააღმდეგ გამართულ ოპერაციებში. 1895 წელს მიიღო პირველი ლეიტენანტის წოდება და გადავიდა მე-10 კავალერისტთა პოლკში. სადაც აფროამერიკული წარმოშობის სამხედრო მოსამსახურეებს თეთრკანიანი ოფიცრები მართავდნენ, სწორედ ამ პოლკში ყოფნისას შეარქვეს მას ზედმეტსახელად: ბლექ-ჯეკი. 1897 წლიდან ინსტრუქტორი იყო ვესტ-პოინტში.

1898 წელს ესპანეთ-ამერიკის ომის დროს მონაწილეობდა კუბაში მომხდარ ბრძოლებში, 1899 წლიდან მონაწილეობდა ესპანეთ-ფილიპინების ომში, მსახურობდა ფილიპინებზე. სწორედ აქ მიიღო 1901 წელს კაპიტნის ჩინი. ამავე წელს მონაწილეობდა ჩინეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, კერძოდ იჰეტუანის აჯანყების ჩახრჩობაში.

პერშინგი აშშ-ში 1903 წელს დაბრუნდა, ორი წლის შემდეგ კი თეოდორ რუზველტმა მას ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭა (ამ დროისათვის 3 წოდება და 835 ოფიცერი იყო უფრო მაღალი რანგით). ამავე წელს მიიღო სამხედრო ატაშის სტატუსი და გაემგზავრა იაპონიაში, ომის მსვლელობის დროს იაპონიის არმიაში მსახურობდა მანჩჟურში, სადაც მეთვალყურის მოვალეობას ასრულებდა. 1908 წელს კი უკვე ბალკანეთში ასრულებდა სამხედრო მეთვალყურის მოვალეობას. 1909 წელს კვლავ დაბრუნდა ფილიპინებზე, სადაც 1912 წლამდე მსახურობდა, ფილიპინებზე ყოფნის დროს ჯონი პროვინცია მოროს გუბერნატორი იყო. 1914 წლის იანვრიდან მსახურობდა ფორტ-ბლისში (ტეხასი) მე-8 ბრიგადაში, 1916-1917 წლებში მეთაურობდა მექსიკაში რევოლუციის დროს გადასროლილ თავის ბრიგადას. 1916 წლიდან მას უკვე გენერალ-მაიორის ჩინი ჰქონდა.

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც აშშ პირველ მსოფლიო ომში ჩაება ანტანტის მხარეს, ჯონ პერშინგი 1917 წლის 10 მაისს საფრანგეთში დისლოცირებული აშშ-ის საექსპედიციო ჯარების მეთაურად დაინიშნა, სწორედ ამისთვის მისი ჩინი სრულ გენერალი გახდა (ჩინით პირველი ფილიპ შერიდანის შემდეგ). საკმაოდ დიდი ხანი ამერიკული არმია მცირე შემადგენლობით იყო დისლოცირებული საფრანგეთში, მნიშვნელოვანი როლი მათ მხოლოდ მარნის მეორე ბრძოლის დროს შეასრულეს 1918 წლის ზაფხულში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #12035506X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  9. 9.0 9.1 Annuaire prosopographique : la France savante
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 TracesOfWar
  12. https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/220
  13. https://web.archive.org/web/20171201040249/http://www.leighrayment.com/knights/knightshon.htm