არგნოსანი
იერსახე
არგნოსანი — მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. ასრულებდა საპოლიციო ხასიათის ფუნქციებს. არგანი (საბჯენი ჯოხი) მისი სამოხელეო ნიშანი იყო. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ არგნოსანს ხელჯოხიანს ან ხელარგნოსანს უწოდებდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 557.