არგენტინის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არგენტინის პოლიტიკა)
არგენტინის ეროვნული კონგრესის შენობა. ბუენოს-აირესი

არგენტინის პოლიტიკური სისტემა, როგორც მას კონსტიტუცია განსაზღვრავს, ემყარება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია არგენტინის პრეზიდენტი. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია პრეზიდენტსა და ორპალატიან არგენტინის ეროვნულ კონგრესს შორის. სასამართლო ხელისუფლება დანარჩენი შტოებისაგან დამოუკიდებელია. ქვეყანაში რეგულარულად ტარდება არჩევნები და მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა.

ამჟამინდელი მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის სახელმწიფოსა და მთავრობის ამჟამინდელი მეთაურია კრისტინა ფერნანდესი.

არგენტინის ორპალატიანი ეროვნული კონგრესი შედგება სენატისაგან (72 ადგილი), რომელსაც მეთაურობე ვიცე-პრეზიდენტი და დეპუტატთა საბჭოსაგან (257 ადგილი).

სასამართლო ხელისუფლება შედგება ფედერალური სასამართლოებისა და სხვადასხვა იურიდიული განყოფილებებისგან. აქ შედის უზენაესი სასამართლოც, რომელიც შედგება პრეზიდენტის მიერ დანიშნული და სენატის მიერ მოწონებული ცხრა წევრისაგან, რომელთა გადაყენებაც მხოლოდ კონგრესს შეუძლია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]