არაქი
იერსახე
| ქალაქი | |
|---|---|
|
არაქი اراک | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 34°04′48″ ჩ. გ. 49°42′00″ ა. გ. / 34.08000° ჩ. გ. 49.70000° ა. გ. |
| დაარსდა | 1808 |
| ფართობი | 686 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 1718 მ |
| ოფიციალური ენა | სპარსული ენა |
| მოსახლეობა | 526,182 კაცი (2011) |
| სასაათო სარტყელი | UTC+3:30 |
| სატელეფონო კოდი | 0861 |
| ოფიციალური საიტი | arak.ir |
არაქი (სპარს. اراک) — ქალაქი ირანში, მარკაზის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 526,182 კაცი.[1] სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია მთებით. ქალაქი საშუალოდ ზღვის დონიდან 1750 მ-ზე მდებარეობს. დედაქალაქ თეირანიდან დაშორებულია 260 კმ-ში, სიახლოვეს მდებარეობს ქალაქები ყუმი და ისპაანი. დამახასიათებელია კონტინენტური კლიმატი. ქალაქის ჩრდილოეთით არის არაქის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 1938 წელს გაიხსნა და არის ირანის ერთ-ერთ უძველესი აეროპორტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2005 population estimates for cities in Iran Mongabay.com-ზე