არაპავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული არაპავა
მშობ. სახელი: Arapawa Island
NZ-Arapawa I.png
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 41°11′ ს. გ. 174°19′ ა. გ. / 41.183° ს. გ. 174.317° ა. გ. / -41.183; 174.317
ფართობი 75 კმ²
სიგრძე 28 კმ
სიგანე 4 კმ
უმაღლესი წერტილი 559,4 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 50

არაპავა (ინგლ. Arapawa) — პატარა კუნძული მარლბორო-საუნდის ფიორდში, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდესთან. ფართობი 75 კმ². დასავლეთიდან აკრავს დედოფალ შარლოტას ყურე, სამხრეთიდან კი ტორის არხი.

1770 წელს, კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა სწორედ არაპავის ერთ-ერთი ბორცვიდან დაინახა წყნარი ოკეანიდან ტასმანის ზღვაში გასასვლელი სრუტე, რომელსაც შემდეგ კუკის სრუტე ეწოდა. ამ აღმოჩენამ გააცამტვერა გეოგრაფების მოსაზრება, რომ თითქოს აქ დიდი სამხრეთის კონტინენტი, ტერა-აუსტრალისი არსებობდა. 1970 წელს კუნძულზე კუკის მონუმენტი გაიხსნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]