აპუანის ალპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აპუანის ალპები
აპუანის ალპები
აპუანის ალპები
კოორდინატები: 44°08′01″ ჩ. გ. 10°12′52″ ა. გ. / 44.13361° ჩ. გ. 10.21444° ა. გ. / 44.13361; 10.21444
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტერიტორიული ერთეული ტოსკანა
უმაღლესი წერტილი მონტე-პიზანინო
სიმაღლე 1946 
სიგრძე 50 კმ
აპუანის ალპები — იტალია
აპუანის ალპები

აპუანის ალპები (იტალ. Alpi Apuane) — ქედი იტალიაში, ჩრდილოეთ ტოსკანაში. წარმოადგენს ტოსკანა-ემილიის აპენინების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს. გადაჭიმულია ლიგურიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 50 კმ-ზე. სიმაღლე 1946 მ-მდე (მთა მონტე-პიზანინო). აგებულია ფიქლებით, დოლომიტებით, კირქვებითა და მარმარილოთი. ფართოდ არის გავრცელებული რელიეფის კარსტული ფორმები, აგრეთვე მარმარილოს კლდეები. ხდება კარარის მარმარილოს გადამუშავება. განვითარებულია სუბტროპიკული ტყეები და ბუჩქნარები. მღვიმეებიდან აღსანიშნავია ანტრო-დელ-კორკია, რომლის შესასვლელი ზღვის დონიდან 1150 მ სიმაღლეზეა. გამომუშავებულია მარმარილოს ზონის სინკლინურ დადაბლებაში, მეზოზოური ასაკის კირქვებსა და თაბაშირ-დოლომიტის დანაპრალიანებულ ქანებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]